რის ფონზე მიმდინარეობს იურიდიული კომიტეტის სხდომა?
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს.
უმცირესობა-უმრავლესობას შორის კამათის მიზეზი - საარჩევნო ოლქების გადანაწილების საკითხია.
ოპოზიციონერი დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ პირველით მოსმენით მიღებული „საარჩევნო კოდექსისგან“ განსხვავებული ვერსიაა წარმოდგენილი საარჩევნო ოლქების გადანაწილების თაობაზე.
მაჭავარიანი უმრავლესობას მოუწოდებს ცვლილებების გაცნობისთვის ოპოზიციას გარკვეული დრო მისცეს.
უმრავლესობა ირწმუნება, რომ საარჩევნო ოლქების გადანაწილების ახალი სქემა არ არის წარდგენილი, მაგრამ თუკი ოპოზიციას სურს, 30 წუთიანი შესვენება გამოცხადდება.