მიხეილ სააკაშვილი პუტინის განცხადებებს გამოეხმაურა

მიხეილ სააკაშვილი პუტინის განცხადებებს გამოეხმაურა

 

ოდესის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტის მიერ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე  გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. 

 

"ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს ჩემი დავიწყება არ შეუძლია. ჩემი საქმიანობა უკრაინაში მას ძალიან არ მოსწონს, რადგანაც მას ესმის, რომ თუ უკრაინაში კორუფციას ხერხემალში გადავტეხავთ და სიღრმისეულ რეფორმებს გავატარებთ, მისი სიცრუის იმპერია ბანქოს სახლივით დაიშლება. პუტინმა კიდევ ერთხელ მოიტყუა, როცა თქვა, რომ ამერიკელებმა ვიზა არ მომცეს, მაშინ როცა სამწლიანი სამუშაო ვიზა მაქვს.

მან ჩემზე იმდენი ტყუილი თქვა, მალე პლასტიკური ოპერაცია დასჭირდება, რომ ცხვირი არ გაეზარდოს", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკში.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: