რისთვის უჩივლა ავაკოვმა სააკაშვილს?
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა, ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
ამის მიზეზი რეფორმების ეროვნულ საბჭოში მომხდარი ინციდენტი გახდა, როდესაც სააკაშვილმა ავაკოვი კორუფციაში დაადანაშაულა და მას ქურდი უწოდა.
“როდესაც ადამიანს ეუბნები, რომ ქურდია, ამაზე პასუხი უნდა აგო. სიმართლე სასამართლომ დაადგინოს,”-აცხადებს ავაკოვი.
მისივე ინფორმაციით, სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას სასამართლოში პრემიერი იაცენიუკიც გეგმავს.