რა მასალები წარუდგინა ალეკო ელისაშვილმა პროკურატურას?
ალეკო ელისაშვილმა პროკურტურაში მაგთიკომიდან ამოღებული მასალები წარადგინა, სადაც მისი თქმით, კონკრეტული მაღალჩინოსნების გაგზავნილი სატელეფონო შეტყობინებებია ასახული.
ის ელოდება გმოძიების შედეგებს, მანამდე კი კონკრეტულ სახელებსა და გვარებს არ ასაჯაროებს.
პატიმრების შეწყალების სახელმწიფო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე პროკურატურაში დაახლოებით 7 საათი იმყოფებოდა.
საქმის გამოძიება ზეგალვენით ვაჭრობის ფაქტზე მიმდინარეობს.
ელისაშვილი ირწმუნება, რომ მას პოლიტიკოსები ზეწოლის შემცველ მესიჯებს უგზავნიდნენ კონკრეტული მსჯავრდებულების კრიტერიუმების გარეშე განილვის მოთხოვნით.