რაში სდებს ბრალს ჩურკინი ანკარას?

რაში სდებს ბრალს ჩურკინი ანკარას?

 

მოსკოვმა ანკარა ტერორისტებთან თანამშრომლობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. საგანგებო განცხადება გაეროს უშიშროების საბჭოზე რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გააკეთა.

 

გაეროში რუსეთის ელჩის, ვიტალი ჩურკინის მტკიცებით, ისლამური სახელმწიფოს ნავთობი შავ ბაზარზე ძირითადად თურქეთის გავლით გადის, რაშიც რამდენიმე თურქული კომპანიაა ჩართული. 

 

უშიშროების საბჭომ სხდომაზე საგანგებო რეზოლუციაც მიიღო, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანას ისლამისტთა დაფინანსების წყაროებთან ბრძოლისკენ მოუწოდებს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: