შსს-ს ინფორმაციით, რა არ აკლებს მართვის მოწმობას ქულებს?
შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის კომპონენტებზე საინფორმაციო კვირეულის ფარგლებში, უკონტაქტო პატრულირების შსახებ განმარტებებს აკეთებს.
„უკონტატო პატრულირება არის საგზაო მოძრაობის რეგულირების ერთ-ერთი თანამედროვე საშუალება, რომლის დროსაც მძღოლის შეჩერების გარეშე ხდება დარღვევის დაფიქსირება და დაჯარიმება.
აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში და ემსახურება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევათა პრევენციას.
ფუნქციონიერებს ვიდეოჯარიმების ანალოგიურად. GPS ვიდეორეგისტრატორებისა და სპეციალური პროგრამის საშუალებით ხდება დარღვევის, დროისა და ადგილის ზუსტი აღრიცხვა, რომლის საფუძველძეც პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვესთვის ჯარიმა ეგზავნება.
GPS ვიდეორეგისტრატორებით სამოქალაქო ტიპის ავტომანქანები იქნება აღჭურვილი.
მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება სამართალდარღვევა გადაამოწმოს ან გასააჩივროს.
უკონტაქტო პატრულირება იცავს მოძრაობის მონაწილეებს, მათ შორის ქვეითებს, მაშინაც კი, როცა საპატრულო პოცოლიციის ეკიპაჟები არ ჩანან.
უკონტაქტო პატრულირება მართვის მოწმობას ქულებს არ აკლებს“ - აცხადებენ შსს-ში.