ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.
კომპანიის ხელმძღავნელმა, უცხოელ სტუმრებთან ერთად, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები განიხილა. EIB-ის დაფინანსებთ წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს 24 ქალაქში მიმდინარეობს, რისთვისაც ბანკმა 100 მილიონ ლარზე მეტი უკვე გამოყო.
მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ქუთაისის კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის დაგეგმილ პროექტზე, რომელთან დაკავშირებითაც 100 მლნ ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულებაა გაფორებული.
აღნიშნული პროექტების დაფინანსების მიზანია საქართველოს მოსახლეობისთვის წყალმომარაგებისა და სასმელი წყლის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება.