სოსო მანჯავიძე: ქართველ ხალხს უფლება აქვს უვიზოდ იაროს ევროპაშიც და რუსეთშიც!

სოსო მანჯავიძე: ქართველ ხალხს უფლება აქვს უვიზოდ იაროს ევროპაშიც და რუსეთშიც!

„ივერიონთან“ ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით კომენტარი, თბილისის საკრებულოს წევრმა, სოსო მანჯავიძემ გააკეთა.

 

-ბატონო სოსო, საკმაოდ დიდი ემოციები ისმის ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფაქტიურად გადაწყვეტილია.

 

ბევრი ამას დღევანდელი ხელისუფლების გამარჯვებად მიიჩნევს. ამავე დროს, გუშინ, ვლადიმერ პუტინმა განცხადება გააკეთა, რომ ის მზადაა მოხსნას სავიზო რეჟიმი საქართველოსთან.

 

რამდენად უკავშირებთ ამ განცხადებას ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესთან და რა კომენტარს გააკეთებთ ამასთან დაკავშირებით?

 

-რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინის განცხადება, უკავშირდება ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს.

 

ამ ყველაფერს ძალიან დადებითად ვუყურებ. საქართველოს და ქართველ ხალხს უფლება აქვს უვიზოდ იაროს ევროპაშიც და რუსეთშიც. ჩვენ ამ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ვართ და რუსეთთან ერთობლივი ცხოვრების უზარმაზარი გამოცდილება გვაქვს- უარყოფითიც და დადებითიც. უამრავი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში. აქედან გამომნდინარე, ის დისკომფორტი, რომელიც ჩვენ გვექმნება რუსეთში გადაადგილებისას, უნდა მოიხსნას. 

 

ეს იყო თავის დროზე მიღებული დისკრიმინაციული ზომა. სხვათაშორის, იგივე ვლადიმერ პუტინიც ამბობდა, ეს დროებითი ზომა არისო. ძალიან კარგია, თუ ისინი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ საქართველოსთან და ქართველ ხალხთან ასეთი სანქციების ენაზე ლაპარაკი კარგს არაფერს მოიტანს, გარდა იმისა, რომ მეტად დააშორებს ორ ხალხს.

 

შესაბამისად, დადებითად ვაფასებ ამ პროცესს და მიმაჩნია, რომ იგივე უნდა გაკეთოს აშშ-აც და ყველა ქყეყანამ. ჩვენ ყველასთან გახსნილი სავიზო რეჟიმი გვაქვს, ეს მათ აქვთ პრობლემები ჩვენთან მიმართებაში და როგორც ჩანს, რუსეთში მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს გაუმართლებელია.

 

ისედაც დიდ ხანს გაიწელა ამ ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი და რაც მალე იქნება, მით უკეთესი!

 

     ესაუბრა კარინა გრიგორიანი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: