დავით ნარმანია: წარმატებული სტუდენტების წახალისების პროგრამა შემუშავდა!

დავით ნარმანია: წარმატებული სტუდენტების წახალისების პროგრამა შემუშავდა!

მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა წარმატებული სტუდენტების წახალისების პროგრამა შეიმუშავა.

 

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროგრამა მაგისტრატურის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის სტიპენდიის გადაცემას გულისხმობს.

 

პროგრამის პრეზენტაციას დღეს თბილისის მერი, დავით ნარმანია დაესწრო. მერმა სტუდენტებს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

 

"მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ შემუშავდა წარმატებული სტუდენტების წახალისების პროგრამა, რომელიც მაგისტრატურის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ სტიპენდიის გადაცემას გულისხმობს. დამეთანხმებით, რომ ეს დიდი მოტივაციაა ახალგაზრდებისთვის - ისწავლონ უკეთ, გააკეთონ შესაძლებლობების მაქსიმუმი და მომავალი თაობა კიდევ უფრო მეტად აქტიური, წარმატებული, განვითარებული იყოს.

 

დედაქალაქის მთავრობა, შესაძლებლობების ფარგლებში, ყოველდღიურად ზრუნავს მომავალი თაობის წინსვლისა და განვითარების ხელშეწყობაზე. წარმატებული მომავალი თაობა, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის, წინსვლისა და განვითარების საწინდარია", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

სტიპენდიის მოპოვება შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ სტუდენტს, რომელიც არის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრანტი და 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში მიღებული აქვს არანაკლებ 91-100 ქულა (A კატეგორია - ფრიადი).

ასევე, შემუშავდა დაფინანსების ახალი წესი, რომლის მეშვეობითაც სოციალურად დაუცველ სტუდენტებს თბილისის მერია სწავლას დაუფინანსებს. წესის შესაბამისად, სოციალურ კომპონენტებთან ერთად გათვალისწინებული იქნება განათლების მიმართულება და სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსება 100%-მდე გაიზრდება, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ფარგლებში.

 

დაფინანსების მოპოვება შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ სტუდენტს, რომელიც არის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწერებულების ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი და "სოციალური მომსახურების სააგენტოს" "სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში" 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული ოჯახის წევრი.

 

საიტის კომენტარები (1)

  • img
    Really loads of valuable facts! casino en ligne francais Amazing a lot of useful info. meilleur casino en ligne You actually mentioned this well! casino en ligne Superb material Appreciate it! casino en ligne Factor clearly applied.. casino en ligne fiable You suggested it very well! casino en ligne You made the point. casino en ligne Superb forum posts Thank you. casino en ligne fiable Thanks a lot! Quite a lot of data! casino en ligne France You mentioned this adequately! casino en ligne

Facebook კომენტარები: