ილია მეორე: საქართველომ ევროპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა!

ილია მეორე: საქართველომ ევროპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს უმასპინძლა.

 

ილია მეორემ, ეკლესიის სახელით, მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა საქართველოს მიერ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებაში და აღნიშნა, რომ ევროკომისიის დადებითმა დასკვნამ საშუალება მისცა საქართველოს, გადადგას დიდი ნაბიჯი ევროპისკენ.

 

„მოგიწვიეთ იმისთვის, რომ ვიზეიმოთ ის მოვლენა, რაც გუშინ მოხდა. ევროკომისიამ მიიღო დადგენილება, რომლითაც საქართველომ გადადგა დიდი ნაბიჯი ევროპისკენ. ეს არის დიდი მიღწევა, დიდი ზეიმი მთელი ქართველი ხალხისთვის და მათ შორის, საქართველოს ეკლესიისთვის. დიდი ხანია საქართველოს ჰქონდა და აქვს სურვილი, იყოს ევროპის სტრუქტურების წევრი და ამაში მიღწეულია დიდი შედეგები…მინდა ვთქვა, რომ გაწევრიანება და უფრო მჭიდრო კავშირი, დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ვფიქრობთ არამხოლოდ იმაზე, რას მოგვიტანს ევროპა, არამედ რას შევიტანთ ევროპაში. უნდა ითქვას, რომ საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა. მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობა უკვე იყო საქართველოს სახელმწიფო რელიგია, მეოთხე საუკუნეში ითარგმნებოდა სახარება, იქმნებოდა ლითონის ნივთები, იწერებოდა წიგნები. ეს ყველაფერი კი უნდა იყოს შენარჩუნებული. დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპა არა მარტო მოგვიტანს ბევრ სიკეთეს, არამედ დაიცავს ჩვენს კულტურას. ამ იმედით ჩვენი ხალხი ზეიმობს. მინდა, განსაკუთრებული მადლობა მოგახსენოთ თქვენ, ვინც დიდი წვლილი შეიტანეთ ამ საქმეში", - განაცხადა პატრიარქმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: