იანოშ ჰერმანი: იმ წვლილის შესახებ, რომელიც შეიტანა საქართველომ ევროპულ ცივილიზაციაში ვიცით!

იანოშ ჰერმანი: იმ წვლილის შესახებ, რომელიც შეიტანა საქართველომ ევროპულ ცივილიზაციაში ვიცით!

"ვიცით იმ წვლილის შესახებ, რომელიც შეიტანა საქართველომ ევროპულ ცივილიზაციაში," - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იანოშ ჰერმანმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან გამართულ შეხვედრაზე.

 

იანოშ ჰერმანმა პატრიარქს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, რათა საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი

 

„ჩვენ ვიცით იმ წვლილის შესახებ, რომელიც შეიტანა საქართველომ ევროპულ ცივილიზაციაში. ასევე კარგად მოგვეხსენება იმ მნიშვნელოვან როლზე, რაც საქართველოს ეკლესიამ ითამაშა, როგორც ამ პროცესში, ისე ქვეყნის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში. თქვენო უწმინდესობავ, ამ ჭრილში, მინდა მადლობა მოგახსენოთ ძალისხმევისთვის, მხარდაჭერისთვის, რათა საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ასევე ყოველთვის ვგრძნობდი გამორჩეულ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან. დღეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რადგან მას უზარმაზარი იმედი მოაქვს. ევროკომისიის ანგარიში, რომელმაც პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მიღწევები, უმნიშვნელოვანესია,“– განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს უმასპინძლა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: