რას ადასტურებს საზოგადოებრივი განწყობები?

რას ადასტურებს საზოგადოებრივი განწყობები?

,,ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ NDI-ის ბოლო კვლევა ქვეყანაში მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს. ენმ-ის წევრი, აკაკი მინაშვილის შეფასებით, საზოგადოებრივი განწყობები ადასტურებს, რომ მმართველმა გუნდმა უნდა დატოვოს ხელისუფლება.

 

,,ამ კვლევამაც დაადასტურა, რომ ქვეყანაში მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება უფრო რთული არის, ქვეყანა მიდის გაღარიბებისაკენ და ამ ფონზე ქართულ ოცნებას არ აქვს არავითარი გეგმა, არავითარი ხედვა, არის სრული თვითკმაყოფილება ხელისუფლების მხრიდან, რაც კიდევ უფრო ართულებს ვითარებას სახელმწიფოში. ერთადერთი გამოსავალი, რომ ქვეყანა გაჯანსაღდეს და წავიდეს პოზიტივისკენ, წავიდეს წინ, ეს არის ის, რომ ქართულმა ოცნებამ დატოვოს ხელისუფლება. ყველა კვლევა, საზოგადოებრივი განწყობები, სწორედ ამას ადასტურებს, რაზეც ეხლა არის საუბარი”, - განაცხადა მინაშვილმა.

 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევის საველე სამუშაოები 17 ნოემბერი-7 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1881 ადამიანი. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

 

საიტის კომენტარები (1)

  • img
    Very good material, Many thanks. casino en ligne Many thanks! I appreciate it. casino en ligne Kudos, Ample knowledge. casino en ligne Thanks, Plenty of stuff! casino en ligne francais With thanks. Wonderful information! casino en ligne Terrific information, With thanks. casino en ligne fiable Fantastic forum posts With thanks. casino en ligne Nicely put, Many thanks! casino en ligne fiable Many thanks. Ample stuff! casino en ligne Thanks a lot! Helpful stuff. casino en ligne

Facebook კომენტარები: