ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირება გრძელდება
პარტია "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება, ამჟამად ერთმანეთს გიორგი ვაშაძის გუნდის წევრი, პრეზიდენტ პოროშენკოს მრჩეველი დავით კიზირია, გოკა გაბაშვილს და თამარა ჩერგოლეიშვილს დაუპირისპირდა. საკუთარ ფეისბუქზე, სააკაშვილის გუნდის წევრი დავით კიზირია წერს:
“მაინც რა არის პოზიტივი, ახლა ნაცვლად იმისა, რომ კომსომოლა გაბაშვილს შევარდნაძის უკანალის მლოკველ მამიკოს ვახსენებდე და ამ ლოკვისთვის მის “კაცად ქცევას” და კარიერულ წინსვლას, ვარ დაკავებული სიყვარულით, თორემ ხომ შემეძლო მაგ. მეთქვა ლევან ხაბეიშვილსა და გოკა გაბაშვილს შორის ვინც ოდესმე კომსომოლის წევრი ყოფილა იმის კარიერისტ კაცობაზე მიმიფურთხებიათქო.
“ჩერგოს” “კარვის ქალების” აზრიც სულ გოკაზე მკიდია, ნუ დაიხარჯებიან.
ხო, კიდევ ის ჩმორები, ახლები ახლა, რომ არ მოწონთ და პარლამენტის სპიკერები და კომიტეტის თავჯდომარეები, რომ იყვნენ და იმის კაცობა, უკანალი რომ არ ჰქონდათ და ახლა რომ არიან აღშფოთებულები დამახტნენ გოკაზე, “მამიკოს ბიჭებისა” და სნობების ინტრიგების ამარა, რომ არის დარცენილი ნაციონალური მოძრაობა იმიტომაა ქოცების გნიასი.
მოკლედ სანამ ქოცების ოპოზიცია არის დავით ბაქრაძე და გოკა გაბაშვილი ან გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანთან ერთად ბიძინას ავტორიტარიზმი გარანტირებულია, რადგან ამ კაბინეტის პოლიტიკოსებს 20 კაცის მიტინგზე გამოყვანის პოტენციალი არ აქვთ.
მათთვის კომფორტული იქნება 20%იან ოპოზიციაში ყოფნა, რადგან საქმის კეთებაარცერთმა არ იცის, მათი საქმე ყოველთვის გაპრავება იყო, რა უნდა გააკეთოს რამოდენიმემ, რა რეფორმა გაუკეთებია ან ბაქრაძეს ან მაჭავარიანს ან ბოკერიას ან გაბაშვილს? მაგარი კომიკურია: სააკაშვილის ჩრდილი როგორც მზე ეფინებათ და არსებობის საშუალებას აძლევს ამ ნარმანიასავით უუნაროებს და კიდევ პრეტენზიები აქვთ.
ამ სტატუსს სააკაშვილის გუნდის და ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრი, უკრაინის პრეზიდენტის პოროშენკოს მრჩეველი დავით კიზირია საკუთარ ფეისბუქზე წერს.