მასშტაბური სპეცოპერაცია მალიში
ფრანგმა ძალოვნებმა მალიში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს. ლიკვიდირებულია 10 ტერორისტი, რომლებიც სასტუმრო “რადისონ ბლუ”-ზე თავდასხმაში იყვნენ ეჭვმიტანილები.
ისინი “ალ-მურაბიტუნის” რადიკალურ დაჯგუფებაში ირიცხებოდნენ. დაჯგუფება მალიში “ალ-ქაიდას” მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს. თავდასხმა “რადისონ ბლუ”-ზე 20 ნოემბერს განხორციელდა, რასაც უცხოეთის 10 მოქალაქე ემსხვერპლა.