ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა

ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს მე-11 პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. გადადგომის მიზეზად ღარიბაშვილმა ადამიანის თავისუფალი არჩევანი დაასახელა. მისი თქმით,  ”ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება”.

 

 

"ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება. დღემდე თითოეული ჩემი ნაბიჯი გამომდინარეობდა იმ პასუხისმგებლობიდან, რასაც არჩევანი მაკისრებდა. ჩვენი ბრძოლა 2012 წელს ჩვენი ხალხის გამარჯვებით დაგვირგვინდა, წილად მხვდა პატივი ამეღო უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის და ერის წინაშე. ჩემი პრემიერმინისტრობის დროს ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა მშვიდობა და ერთობა, კანონიერება. მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და მისი პოპულარობისა და გავლენის ზენიტში მყოფმა მისივე გადაწყვეტილებით თანამდებობა დატოვა, მან მაგალითი შექმნა, იმისა, თუ როგორ უნდა აკეთოს პოლიტიკოსმა ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე, როგორც დროული მოსვლის, ასევე დროული წასვლით.

 

ჩემთვის თანამდებობა, იქნებოდა ეს შს მინისტრობა თუ პრემიერმინისტრობა, ზოგადად ხელისუფლებაში ყოფნა, არასდროს ყოფილა ჩემი თვითმიზანი. ჩემთვის ეს არის საშუალება, რომ ჩემს ქვეყანას ვემსახურო. ეს არის ჩემი პოლიტიკური მრწამსი, ასეთი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება ჩვენმა გუნდა დაიწო, ჩვენ ახალგზარდა დემოკრატია გვაქვს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რა მაგალითს დავუტოვებთ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას, თანამდებობები დროებითია, მარადიული არის უფალი და სამშობლო., ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პრემიერმინისტრის თანამდებობა. მინდა წარმატება ვუსურვო მომავალი პრემიერმინისტრს,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს, თანამებრძოლებს, მის მეუღლეს, შვილებს მადლობა გადაუხადა.

 

"ვტოვებ თანამდებობას მაგრამ ვრჩები ჩემი სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად,"- აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: