ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

გია ხუხაშვილი: ხელისუფლებას სჭირდება ისეთი კანდიდატი, რომელიც საზოგადოების გახლეჩვის ნაცვლად მის კონსოლიდაციაზე იმუშავებს!

გია ხუხაშვილი: ხელისუფლებას სჭირდება ისეთი კანდიდატი, რომელიც საზოგადოების გახლეჩვის ნაცვლად მის კონსოლიდაციაზე იმუშავებს!

„ივერიონს“ ირაკლი ღარიბაშვილის მოულოდნელ გადადგომასთან დაკავშირებით, ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ესაუბრა.

 

 

-ბატონო გია, რამ აიძულა ირაკლი ღარიბაშვილი ასე მოულოდნელად წასულიყო პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან?

 

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გადაწყვეტილება საქართველოს ფარგლებს გარეთ იქნა მიღებული თუ იგი შიდა ინტრიგებს შეეწირა?

 

-ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, შეიძლება ერთიც იყოს და მეორეც. მე იმედი მაქვს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი  დამატებით განმარტებებს გააკეთებს და ამ ყველაფერს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დატოვებს. ამ შემთხვევაში შეთქმულების თეორიაზე საუბარი არ მინდა...

 

-უკვე სახელდება პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატურები.

 

თქვენი აზრით, ვინ შეიძლება მოირგოს ეს მანტია და ზოგადად რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს მომავალი მინისტრთა კაბინეტი?

 

-გამომდინარე იქიდან, რომ ახლა საარჩევნო ციკლში შევდივართ, ხელისუფლებას სჭირდება ისეთი კანდიდატი, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ სხვადასხვა ჯგუფებთან ხიდები დაწვას, (რითაც სამწუხაროდ, ირაკლი ღარიბაშვილი იყო დაკავებული, როცა რუსეთი ეპითეტებით მოიხსენია: მისგან ხშირად ისმოდა სიტყვები, მოღალატეები, საბოტაჟი, ძირგამომთხრელი მუშაობა) არამედ, ისეთი ადამიანი, რომელიც ააწყობს ნორმალურ კომუნიკაციას სამოქალაქო საზოგადოებასთან, თუ პრეზიდენტის ინსტიტუტთან იქნება კორექტული, ანუ, ისეთი ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი საზოგადოების გახლეჩვის ნაცვლად მის კონსოლიდაციაზე იმუშაოს!

 

არამგონია, რომ მომავალი მინისტრთა კაბინეტი რადიკალურად შეიცვალოს!

 

               ესაუბრა მედეა შელია

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: