გრიგორიანული კალენდრით მოქმედ კონფესიების წარმომადგენლებს საქართველოს პრეზიდენტმა შობა მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შობის დღესასწაული გრიგორიანული კალენდრით მოქმედი კონფესიების წარმომადგენლებს მიულოცა
„ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ შობას ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.
მაცხოვრის შობა ჩვენ გულებში განახლებისა და ნათელი მომავლის რწმენას უკავშირდება. დაე, სიყვარული, მშვიდობა და ბედნიერება მოეტანოს ამ დღეს თქვენი ოჯახებისა და ჩვენი სამშობლოსთვის“, - ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც ბარათში.