დავით უსუფაშვილი: პირველი დღიდან-დღემდე, გიორგი კვირიაშვილი ჩვენი გუნდის ძალიან აქტიური წევრია და უმრავლესობა მას სრულ ნდობას უცხადებს!

დავით უსუფაშვილი: პირველი დღიდან-დღემდე, გიორგი კვირიაშვილი ჩვენი გუნდის ძალიან აქტიური წევრია და უმრავლესობა მას სრულ ნდობას უცხადებს!

„პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ნდობას გამოუცხადებს და ის ამ ძალიან საპაუხისმგებლო თანამდებობაზე ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო წინ წაიყვანს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

 

სპიკერმა „მიმავალ“ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისინი წინ ძალიან ბევრ საქმეს ერთად გააკეთებენ.

 

„მინდა, გიორგი კვირიკაშვილს წარმატებები ვუსურვო. უმრავლესობამ კვირიკაშვილი საერთო კოალიციური კანდიდატად ოფიციალურად გამოაცხადა. დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში, ძალიან დიდი შრომა იქნება გაწეული იმისთვის, რომ ჩვენ ეს პროცესი დავასრულოთ და ახალ წლამდე საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავდეს. პირველი დღიდან-დღემდე, გიორგი კვირიაშვილი ჩვენი გუნდის ძალიან აქტიური წევრია და უმრავლესობა მას სრულ ნდობას უცხადებს. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი როგორც ინსტიტუტი, მას ნდობას გამოუცხადებს და ის ამ ძალიან საპაუხისმგებლო თანამდებობაზე ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო წინ წაიყვანს. ეს ცვლილება ქვეყნის ინტერესებს, საქმის წინ წაწევას ემსახურება და ჩვენ ერთად ვრჩებით და საქმიანობას ერთად ვაგრძელებთ“, - განაცახდა უსუფაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: