ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

რაზეა ორიენტირებული ბიუჯეტი?

რაზეა ორიენტირებული ბიუჯეტი?

 

 

დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტს საკრებულო კენჭს  დღეს უყრის. ბიუჯეტს საკრებულოს დედაქალაქის მერი დავით ნარმანია წარუდგენს.

 

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ ბიუჯეტში მაქსიმალურად არის ასახული მომავალი წლის პრიორიტები და ის თბილისელებზე და დედაქალაქის განვითარებაზეა ორიენტირებული.

 

ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა "ნაციონალურმა მოძრაობამ".

 

ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრი, ირაკლი აბესაძე, კიდევ ერთხელ ითხოვს დედაქალაქის მერის დავით ნარმანიასა და მთავრობის გადადგომას.

 

„ჩვენ გვსურდა, რომ შემდგარიყო ბიუჯეტის რეალური განხილვა. მოსახლეობის გაღარიბებისა და ცხოვრების დონის გაუარესების კვალდაკვალ არ შემცირებულიყო სოციალური დაფინანსება და არ გადაეტანათ ეს ხარჯები საკუთარი ჩინოვნიკების ხელფასების ზრდაში. საბოლოოდ ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, ქართული ოცნება და თბილისის მერი თბილისის მერიის მართვას უნდა ჩამოშორდნენ,“ - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

 

თავის მხრივ საკრებულოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საკრებულოს ოპოზიციის წევრების  გადაწყვეტილებას არასერიოზულს უწოდებენ.

 

ჯაბა სამუშიას თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტის განხილვა რამდენიმე კვირა მიმდინარეობდა და ის, როგორც ოპოზიცია აცხადებს, ნაჩქარევად არ განიხილება.

 

„მე ვერ მივიღებ პრეტენზიებს, რატომ არ შეიკრიბა ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია და რატომ არ განიხილეს ეს ბიუჯეტი. ეს არასერიოზულია. ეს ყველაფერი არის იმ ორკვირიანი მუშაობის შედეგი, დღეს ჩვენ უბრალოდ ამ ყველაფერს ვაფორმებთ, რადგან ყველაფერს სჭირდება კანონის ჩარჩოში მოქცევა,“ - აცხადებს ჯაბა სამუშია.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: