“თვითერმა” მსოფლიოს მიხეილ გორბაჩოვის გარდაცვალება ამცნო

“თვითერმა”  მსოფლიოს მიხეილ გორბაჩოვის გარდაცვალება ამცნო

„ხმები ჩემი გარდაცვალების შესახებ მეტისმეტად გაზვიადებულია”.  მიხეილ გორბაჩოვი სოციალური ქსელის “თვითერის” მეშვეობით მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე გულიანად იცინის.


თვითერზე ყოფილი საბჭოთა ლიდერის სიკვდილის შესახებ წუხელ გავრცელებული ინფორმაცია მთელ მსოფლიოს რამდენიმე წამში მოედო, მაგრამ პერესტროიკისა და გლასნოსტის მთავარი შემოქმედი, ძლევამოსილი საბჭოეთის 81 წლის ყოფილი ლიდერი ამ ინფორმაციას მარკ ტვენის სიტყვებით გამოეხმაურა: „ხმები ჩემი გარდაცვალების შესახებ მეტისმეტად გაზვიადებულია.


ამ ფოტოზე: მიხეილ გორბაჩოვი ჩაძინებულ მდგომარეობაში მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატების მსოფლიო სამიტზე
ნაადრევი ნეკროლოგის გამოქვეყნებაზე მოცინარმა კაცმა, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლით მსოფლიო შეცვალა, განაცხადა: „საინტერესოა რას წერენ ადამიანები ჩემი გარდაცვალების თაობაზე. უთხარით მათ რომ მე ცოცხალი ვარ და განვაგრძობ მუშაობას.“


კრემლის ყოფილი ლიდერის თანაშემწეები გასულ ღამეს დაჟინებით ირწმუნებოდნენ, რომ გორბაჩოვი თავს შესანიშნავად გრძნოდა და არაჩვეულებრივ სამუშაო ფორმაში იყო.
კრემლის ყოფილი ლიდერის გარდაცვალების თაობაზე ინფორმაციის გავრცელებას როგორც ფიქრობენ, ხელი შეუწყო იმან, რომ სანკტ პეტერბურგის სიახლოვეს გარდაცვლილი იპოვეს მიხეილ გორბაჩოვის სეხნია, თუმცა ეს სხვა გორბაჩოვი 2 წლის წინათ გარდაიცვალა და არა წუხელ.


წუხელ მოსკოვში ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე რომ მიხეილ გორბაჩოვი საავადმყოფოში იყო მოთავსებული, თუმცა არა რაიმე რაიმე გართულებული მდგომარეობის გამო.


მოკლედ, თვითერზე გორბაჩოვის გარდაცვალების შესახებ დადებულმა ინფორმაციამ წამებში მსოფლიო შემოიარა, თუმცა ვერავინ დაადგინა თუ ვინ იყო ინფორმაციის პირველწყარო.


წყარო=>>

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: