ზურაბ ტყემალაძე: გიორგი კვირიკაშვილი, საგაზაფხულოდ გარკვეულ ცვლილებებს განახორციელებს!

ზურაბ ტყემალაძე: გიორგი კვირიკაშვილი, საგაზაფხულოდ გარკვეულ ცვლილებებს განახორციელებს!

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე ფიქრობს, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებები გაზაფხულზე განხორციელდება.

 

როგორც ჟურნალისტებს ტყემალაძემ განუცხადა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მთავრობის მუშაობის სპეციფიკას უფრო ღრმად შეისწავლის და ამის შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

„იმის გამო, რომ გადაწყვეტილების მიღება ნაჩქარებად არ მოხდეს, საგაზაფხულოდ, ის გარკვეულ ცვლილებებს განახორციელებს. მთავრობა მუშაობს და თან წარმატებით, მაგრამ მას ახალი ხედვა სჭირდება. წარმატებული პრემიერი მაშინ წავიდა, როცა წარმატებული ეტაპი იყო და ივანიშვილის ნება არაფერ შუაშია“, - დასძინა ტყემალაძემ.

 

პარლამენტი დღეს, დარგების მიხედვით შესაბამის მინისტრებს მოუსმენს. ასევე მინისტრებს უმცირესობა-უმრავლესობა და „თავისუფალი დემოკრატები“ ცალ-ცალკე შეხვდებიან.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: