რას ითხოვს ზვიად კვაჭანტირაძე?
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ზვიად კვაჭანტირაძე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატ, მიხეილ ჯანელიძეს მოუწოდებს, უცხო ქვეყნების საპატიო კონსულების მიმართ ექს-მინისტრ, მაია ფანჯიკიძის მიერ გატარებულ ხისტ პოლიტიკას გადახედოს.
,,მათ პრაქტიკულად ყველანაირი შეზღუდვა დაუწესდათ. მსგავსი დამოკიდებულება ჩვენთვისაც, კომიტეტში აბსოლუტურად მიუღებელი იყო და ჩვენ ამის თაობაზე განხილვებიც გვქონდა. ჩვენი დამოკიდებულებაც გამოვხატეთ, მაგრამ იმდენად ხისტი იყო ეს დამოკიდებულება შესაბამის კომიტეტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, რომ ჩვენ ყველანაირად შევეცადეთ, რომ კონფლიქტში არ გადაზრდილიყო. ამიტომ უკეთესი მომავლის იმედით, არ გავამწვავეთ ეს საკითხი. ამიტომ მე მინდა, თქვენ მოგიწოდოთ, დაინტერესდებთ ამ საკითხით", - განაცხადა კვაჭანტირაძემ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.