მოხდება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონებში ხარვეზების გასწორება?

მოხდება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონებში ხარვეზების გასწორება?

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, თეა წულუკიანის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული კანონებში არსებული ხარვეზების გასწორება მოხდება.

 

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, წულუკიანმა ყურადღება საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირები გაამახვილა.

 

„ჩვენ აღარ უნდა მოგვიწიოს ისეთი რეალობის წინაშე დავდგეთ, როდესაც, მოსამართლეს, რომელსაც მანტია აცვია, საავადმყოფოში ვიღაც აიძულებს, ხელი მოაწეროს და სასამართლო თავის გადაწყვეტილებას იქ გამოაქვეყნებს, სადაც არ უნდა აქვეყნებდეს და ა.შ. ეს იმ პრაქტიკიდან გამომდინარე მოხდა, რაც დავინახეთ, მაგრამ კანონიც არ არის ერთაზროვანი, რომ კარგი გაგებით, ერთ დაწესებულებას აიძულებდეს მხოლოდ კანონის გზით იაროს“, - დასძინა წულუკიანმა.

 

სავარაუდოდ, მინისტრობის კანდიდატს მხედველობაში მერაბ ტურავას პრეცედენტი ჰქონდა, როდესაც მას „რსუთავი 2“-ის სარჩელთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაცნობა საავადმყოფოში მოსთხოვეს.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: