ლევან ბერძენიშვილი: სამარცხვინო მურუსიძის არჩევა, დემოკრატიის ყველა წესის დაცვით მოხდა!
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან ბერძენიშვილი, ლევან მურუსიძის სააპელაციო სასასამართლოს მოსამართლედ არჩევას უარყოფითად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ ეს არჩევა დემოკრატიის ყველა წესისი დაცვით მოხდა.
,,დიახ, დემოკრატიის ყველა წესის დაცვით მოხდა ცუდი ადამიანის, სამარცხვინო მურუსიძის არჩევა. მე მრცხვენია ყველა მოსამართლის ნაცვლად, მაგრამ ჩვენ მათ ვერაფერს ვერ ვეტყვით. მე, მაგალითად, ვინც მურუსიძე აირჩია, ყველა ის ადამიანი მიმაჩნია უღირს პიროვნებად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩავერიოთ მათ გადაწყვეტილებაში", - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.