რისი დანერგვა სურს, თეა წულუკიანს მის უწყებაში?

რისი დანერგვა სურს, თეა წულუკიანს მის უწყებაში?

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, თეა წულუკიანის განცხადებით, მის უწყებას ე.წ. "მოწამლული ხილის" დანერგვა სურს.

 

აღნიშნული იდეის თაობაზე, წულუკიანმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.

 

„როდესაც განსასჯელის სკამზე მჯდომი ადამიანი მოსამართლეს ეუბნება, რომ პოლიციაში მას არასათანადოდ მოექცენენ, ან პროკურატურაში და ზეწოლის შედეგად მიცემული ჩვენებებია, რასაც მოსამართლე იხილავს, რა უნდა გააკეთოს მოსამართლემ და კმარა თუ არა ის, რომ მან პროკურატურას სთხოვოს, ამ ბრალდებებით ის დაინტერესდეს, თუ უფრო მეტია საჭირო?! სტრასბურგის პრეცედენტი გვეუბნება, რომ უფრო მეტია საჭირო და ამ მხრივ სასამართლო დარბაზში, მოსამართლემ უფრო მეტი როლი უნდა შეიძინოს“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

ამას გარდა, მინისტრობის კანდიდატის ცნობით, ცხრათვიანი პატიმრობის გადაწყვეტილების მუხლში ცვლილება შევა.

 

ასევე, წულუკიანმა იმედი გამოთქვა, რომ მუშაობა დასრულდება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ, რომელიც იმ საქმეებს უნდა იძიებდეს, რომელიც ეხება არასათანადო მოპყრობის ფაქტებს როგორც ჯარში ჩადენილს, ასევე პოლიციასა და სხვა ძალოვან უწყებებში.

 

„ეს ვალდებულება აღებული ასოცირების პირობებში გვაქვს. ახლა მოდალობებზე ვმსჯელობთ, თუ რა უნდა იყოს კანონში ჩადებული“, - დასძინა წულუკიანმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: