ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

სად გამოვლინდა ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო შემოტანის მცდელობა?

სად გამოვლინდა ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო შემოტანის მცდელობა?

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფზე“, ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების უკანონო შემოტანის მცდელობა გამოვლინდა . კერძოდ, 24 დეკემბერს, მებაჟე ოფიცრებმა ავტომანქანაში, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე თ.ვ., ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად სავარძლის ქვეშ დამალული 55 აბი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი LYRICA აღმოაჩინეს.

 

ანალოგიური შემთხვევა მოხდა 23 დეკემბერსაც. საქართველოს მოქალაქე ო.რ.-ის ავტომანქანისა და კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები: PARACETAMOLO E CODEINA (48 აბი) და PARACETAMOLO E CODEINA Alter (13 აბი) აღმოაჩინეს.

 

ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: