„ოცნება“ თუ ჯოჯოხეთი?!

„ოცნება“ თუ ჯოჯოხეთი?!

ვიდრე აუგს ვიტყოდე „ქართულ ოცნებაზე“ უეჭველად დავიფიცებ: არ ვყოფილვარ, არ ვარ და არც არასოდეს გავხდები „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი. მე მხარს ვუჭერ სამართლიანობას, მორჩა და გათავდა! 

 

დავიწყოთ დაპირებებით, რომელიც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ბაგეთაგან გაჟღერდა პომპეზურ, თეატრალიზებულ და შთამბეჭდავ წინასაარჩევნო კამპანიების პერიოდში 2012 წელს. აქ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი ამოქმედდა... ორი კი არა სამი!

 

პირველი: სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ხალხის სიძულვილი; 

 

მეორე და მეტად გულუბრყვილო, იმედი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის მილიარდებს „ბოლო თეთრამდე“ სამშობლოს სოფლის მეურნეობის, მრეწველობის და ეკონომიკის აღორძინებას მოახმარდა! 

 

თუმცა, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ ივანიშვილმა, ჯერ კიდევ, სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის დროს, არაერთი ასი მილიონი დახარჯა... თუნდაც ეროვნული პოლიციის აღორძინებისთვის, თუნდაც ქართული ჯარი ევროპულ სტანდარტებს რომ მიახლოვდებოდა - მე მახსოვს ჯარისკაცები, გამოხეული „ტაპოჩკებით“ რომ დადიოდნენ შევარდნაძის დროს და გამვლელ „დეიდებს და ბიძიებს სიგარეტის ფულს“ სთხოვდნენ...

 

და ბოლოს: მესამე და გადამწყვეტი ფაქტორი: ირმა ინაშვილის მიერ მოპოვებული ციხის კადრები, რომელიც „საკონტროლო გასროლა“ აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და საბოლოოდ გაამარჯვებინა მილიარდერს, მის მიერ შექმნილ კოალიცია, „ქართული ოცნება“ - სთან ერთად! 

 

მას შემდეგ აგერ უკვე ოთხი წელი გადის და „ოცნება“ ოცნებად დარჩა - კოალიციამ ვერაფერი გააკეთა, გარდა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე ომახიანად მოძღვრავს „ქართულ ოცნებასაც“ და ქართულ საზოგადოებას ხომ სერთოდ მასხარად იგდებს! 

 

იცვლებიან პრემიერ მინისტრები, ხანდახან მინისტრებიც... არ იცვლება მძიმე სოციალური ფონი, რომელიც კიდევ უფრო დამძიმდა. 

 

ეს ხელისუფლება კი თითქოს ექსპრიმენტებს და ტესტირებებს ატარებს ჩვენი ნერვული სისტემის მდგომარეობის შესამოწმებლად. იდიოტიც მიხვდება, რომ ახალ - ახალი „ღონისძიებები“, რაც გაძვირებებში და სხვადასვა ტიპის ჯარიმების შემოღებებით განისაზღვრება ბიუჯეტის შევსების ერთერთი წყარო გამხდარა და გაღატაკებული მოქალაქეების გახვრეტილი ჯიბის ხრჯზე აპირებს ხელისუფლება ხელფასებისა და ვითომ გაზრდილი პენსიების დარიგებას! 

 

ეხლა არ მითხრათ, ამდენ სიმართლეს სააკაშვილის დროს ვინ დაგაწერინებდაო? ვწერდი და სწორედაც ამის გამო მდევნიდნენ! 

 

აქაც სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე ვამბობ, ივანიშვილს რომ არ გაემარჯვა, ციხეში ამოვყოფდი თავს და მერე უნდა მეცადა, როდის დაიძახებდნენ - „ჭეიშვილი ს ვეშჩამი“!... 

 

ჩემი თანამებრძოლი და თანამოკალმე, ბონდო ქურდაძე, ხუთი წელია პოლიტ დევნილის სტატუსით საფრანგეთში ცხოვრობს, ოჯახთან ერთად - რომ არ წასულიყო მოკლავდნენ! 

 

დაბრუნებას აპირებდა და მე გადავაფიქრებინე! იქ შვილები უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ, ცივილიზებულ, ადამიანურ პირობებში ცხოვრობს ოჯახი და აქ რომ ჩამოვიდეს, „ოცნება“ არჩენს მის ექვს სულიან ოჯახს? 

 

და სულ ბოლოს: მე არ მესმის რისი იმედი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, როცა დაბეჯითებით, საჯაროდ აცხადებს, რომ მისი კოალიცია 2016 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს! 

 

ეს ხომ აბსურდია? 

 

...თუმცა, რატომ, შუალედური არჩევნები ხომ გააყალბა „ქართულმა ოცნებამ“! მოკლედ არ აგვცდება ალბათ „დ'ჟავიუ“! 

 

თამაზ ჭეიშვილი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: