გიორგი კვირიკაშვილი იან კელის შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი იან კელის შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრის რანგში გიორგი კვირიკაშვილმა, პირველი შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, იან კელისთან გამართა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე  განიხილეს საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების ფართო სპექტრი და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებშითანამშრომლობის მიმდინარე საკითხები.  ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებსდა გამოითქვა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი.

 

საუბარი ასევე შეეხო მდგომარეობას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. ყურადღება გაამახვილა საქართველოში და ზოგადად რეგიონშიუსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე.

 

იან კელიმ წარმატებები უსურვა გიორგი კვირიკაშვილს და აღნიშნა, რომ აშშ-ი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულმთლიანობას, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგს და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებშიინტეგრაციას.  

 

ამერიკის ელჩის განცხადებით, გაგრძელდება ღრმა და ფართო თანამშრომლობა პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.

 

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ თუ რა გზით უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რა სფეროში ვიქნებით მისთვის ყველაზე საჭირო, რათა იგი წარმატებული გახდეს,"–აღნიშნა იან კელიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: