რას მოითხოვს ანგელა მერკელი და რა ინიციატივით მიმართა მან მთავრობას და პარლამენტს?
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ქვეყნიდან დამნაშავე მიგრანტების გაძევებას მოითხოვს და ამ ინიციატივით ის მთავრობასა და პარლამენტს მიმართავს.
,,ბიბისის“ ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ეს გადაწყვეტილება კიოლნში ახალი წლის ღამეს ქალებზე მომხდარი თავდასხმების სერიის გამო მიიღო.
პოლიციაში ასობით საჩივარი შევიდა, სადაც დაზარალებული ქალები აცხადებენ, რომ მიგრანტების მხრიდან ძარცვისა და სექსუალურ ძალადობის მსხვერპლნი გახდენ.
ანალოგიური საჩივრები ავსტრიის პოლიციაშიც შევიდა.
გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილები ძირითადაც ჩრდილო აფრიკიდან დევნილები არიან.
ანგელა მერკელის განცხადებით, ნებისმიერი მიგრანტს, რომელიც მსგავს დანაშაულში იქნება ეჭვმიტანილი, თავშესაფარი ჩამოერთმევა და ქვეყნიდან დეპორტირებული იქნება.