ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

გიორგი მარგველაშვილმა "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა

გიორგი მარგველაშვილმა "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა. თუმცა, პრეზიდენტის განმარტებით,  ხელმოწერის მიუხედავად, "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებები "არანაირად არ არის ის საარჩევნო რეფორმა, რომელზეც წლებია ვსაუბრობთ"- აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

"დღეს მე ხელი მოვაწერე "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებულ ცვლილებეს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მინდა გავაკეთო რამდენიმე განმარტება: პირველი - ეს ცვლილებები არანაირად არ არის ის საარჩევნო რეფორმა, რომელზეც წლებია ვსაუბრობთ. ეს ცვლილებები განპირობებულია იმ მოთხოვნებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადგინა. შესაბამისად, ეს სრულიად ტექნიკური ტიპის ცვლილებებია და რეალურად საარჩვენო რეფორმა, რომელიც პოლიტიკურ აქტორებს შორის სრულ თანხმობას და თამაშის წესებზე ერთიან შეხედულებას დაადგენდა, ჯერ ჩვენ არ გვაქვს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

 

 

ცნობისთვის, "საარჩევნო კოდექსთან" დაკავშირებული ორი კანონპროექტი პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს დაამტკიცა. პარლამენტის მიერ "საარჩევნო კოდექსში" შეტანილი ცვლილებებით, 73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები იცვლება – ხდება ცალკეული ოლქების გაერთიანება, ხოლო ცალკეული ოლქების - დაყოფა. 

 

კერძოდ, თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში 22 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება. ვანსა და ხონს ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება. ცვლილებებით, ერთად, ერთი მაჟორიტარი დეპუტატი უნდა ჰყავდეს ამბროლაურს, ონს, ლენტეხს, მესტიას და ცაგერს. 

 

იცლება ყველა სხვა დანარჩენი მაჟორიტარული ოლქის საზღვარი. თითო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი კი მხოლოდ საგარეჯოში, გურჯაანში, ხაშურში, საჩხერში, ჭიათურაში, წყალტუბოსა და სამტრედიაში იქნება. 

 

მეორე ცვლილება კი, მაჟორიტარი დეპუტატების 50%-იანი ბარიერით არჩევას ითვალისწინებს. 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: