როდისაა მოსალოდნელი საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელების პიკი?

როდისაა მოსალოდნელი საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელების პიკი?

გრიპის ვირუსს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ებრძვიან.  უკრაინის ქალაქ კრამატორსკში 2 კვირის განმავლობაში 15 ადამიანი დაიღუპა.  

 

უკრაინის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქის საავადმყოფოში 180 ადამიანი,  მათ შორის, 22 ბავშვი იმყოფება. გრიპის ვირუსს მსხვერპლი მოჰყვა სომხეთშიც. გარდაცვლილია 4 ადამიანი. შექმნილი ვითარების მიუხედავად, სპეციალისტები საქართველოში მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ.

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტავენ, რომ ვირუსის გავრცელების პიკს თებერვალში ელოდებიან, თუმცა საგანგაშო არაფერია. როგორც წინა წლებში, დღეისათვის საქართველოში გრიპის ვირუსის დაბალი ინტენსივობა ფიქსირდება.  

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: