ვინ დაიცავს პატრიარქს?! ანუ, ხელები შორს გომიაშვილებისგან!!!
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ბ-ნმა ზაზა ხატიაშვილმა სოციალურ ქსელში თანამოქალაქეებს მოუწოდა: არ დავუშვათ პატრიარქის შეურაცხყოფა!
სტატუსის შინაარსი დაახლოებით ასე იკითხება:
„ზოგიერთი სამარცხვინო ადამიანის მხრიდან უწმინდესის შეურაცხმყოფელი განცხადებები ქვეყნდება... სამოქალაქო საზოგადოება აღნიშნულს არ ვაქცევთ ყურადღებას, ეს ეშმაკის მსახურები კი ძლიერდებიან. მოგიწოდებთ, ნუ დატოვებთ პატრიარქის წუინააღმდეგ დაწერილ ერთ უბრალო სიტყვას უპასუხოდ. ...ამ ურჯულოებს უნდა შერცხვეთ თავისი საქციელის, პატრიარქი არის ჩვენი ერის ღირსება.“
ხატიაშვილის სტატუსი-მოწოდება ამ ბოლო დღეებში პატრიარქის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ეხმიანება . აჟიოტაჟი ქართული პოეზიის „ამომავალი ვარსკვლავის“ რატი ამაღლობელის ლექს-შედევრის გამო დაიწყო, სადაც დელისის მეტროსთან გულის შეტევით გარდაცლილი მოხუცის (ეს შემდგომ გაირკვა) ადგილზე გაყინული პატრიარქი დაინახა... მიუხედავად იმისა, რომ ამაღლობელი თავგამოდებით გვიმტკიცებდა, პატრიარქი ალეგორიად გამოვიყენე და მე, როგორც პოეტს, ამის უფლება მქონდაო, საზოგადოებამ მაინც არ შეისმინა და ერთ დროს ნაპატივები და საკმაოდ ანგაჟირებული პოეტი ლამის ჯვარს აცვეს!
რატი ამაღლოებლს საგრძნობლად გაუსწრო ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების აღიარებულმა დიასახლისმა ნინია კაკაბაძემ. მან არც აცია, არც აცხელა და მისი უწმინდესობა მეშჩანობაში დაადანაშაულა _ თან ასეთი შეფასება საკუთარ დედას დააბრალა, რომელმაც ბავშვობისას პატარა ასულს გაუმხილა თურმე.
თუმცა, ამ მოჟურნალისტო-მოპოეტო ელემენტებისგან წამოსული ეპითეტები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რასაც თუთბერიძეები, ვაჭარაძეები და მათი ნებსითი თუ უნებლიე თანამოაზრეები არ „იშურებენ“ საქართველოს პატრიარქის მიმართ, მაგრამ, ამჯერად ეს არ არის მთავარი. მთავარია, როგორ „დავიცვათ“ პატრიარქი ამ „ეშმაკის მსახურების“ (ეს ხატიაშვილის სიტყვებია) თავდასხმებისგან და რა შედეგს მოგვცემს ჩვენი მონდომება?!
ჩემს ერთ-ერთ წერილში „რატომ იმსხვრევიან ავტორიტეტები“ ვწერდი: „თუ ადრე ერის ავტორიტეტების ცვენა იყო საქართველოში, დღეს თითზე ჩამოსათვლელიც არა გვყავს. ერთ-ერთი შეუვალი ავტორიტეტი კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა, რომლის დისკრედიტაციას ლიბერასტები (ანტიქრისტეს მოციქულები) გააფთრებით ცდილობენ...“
სწორედ ამ ერთადერთ შეუვალ ავტორიტეტს ებრძვიან ქართველი ლიბერასტები, რადგან, სწორედ ამ ავტორიტეტზე დგას დღეს საქართველო!
მიუხედავად იმისა, რომ ვიზიარებ ზაზა ხატიაშვილის ინიციატივას, სათანადო რეაგირება გამოვხატოთ ერის შეუვალი ავტორიტეტის შეურაცხყოფისთვის, ვერ დავეთანხმები, რომ ეს საქმე ე.წ. სამოქალაქო საზოგადოებამ გააკეთოს. რომელმა სამოქალაქო საზოგადოებამ ბ-ნო ზაზა: ნინია კაკაბაძე, თეა თუთბერიძე, ირაკლი ვაჭარაძე და რატი ამაღლობელი რომ წარმოადგენენ?
საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება იმ გაგებით, რა გაგებითაც უნდა არსებობდეს (ანუ, საკუთარი უფლებების დამცველი) შირმაა, სიტყვის მასალაა და იგი მხოლოდ ერის დაშლა-დანაწევრებას უწყობს ხელს. სხვა საკითხია, რომ გეთქვათ, ქართველმა მრევლმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე ამ თავდასმების მოგერიებაო.
თუმცა, თავს უფლებას მივცემ დავსვა რიტორიკული კითხვა: სჭირდება თუ არა თავად პატრიარქს დაცვა?! თუ სჭირდება, ვინ და როგორ უნდა დაიცვას იგი? ისე, როგორც ეს ერთ დროს ყველასთვის საყვარელ მსახიობს, მიშა გომიაშვილს წარმოუდგენია?!
იქნებ პატრიარქის დაცვა ქართული ეკლესიის (ზოგადად მართლმადიდებლობის) გულმხურვალე მსახურებას უფრო ითვალისწინებს, ვიდრე გამოიაშვილისეულ ბილწსიტყვაობას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ მართლმადიდებლობასთან!!!
თუმცა, მე უფრო კომენტარებმა გამაკვირვა და გამაღიზიანა, ვიდრე თავად გომიაშვილის მარგალიტებმა:
„ჯიგარი ხარ!“ „კაცური კაცი ხარ!“ „ჯიგარი ხარ, ვცოცხლდებით!“
ახლა მოვუსმინოთ როგორ „იცავს“ პატრიარქს ბატონი მიშა გომიაშვილი: „ბოდიშს ვიხდი გრამატიკის გამო... ზოგჯერ კლავიშა არ მემორჩილება... ლექსიკისა გამო... სხვანაირად როგორ უნდა არ ვიცი... ბოდიში... ახლა მივმართავ ყველა იმ ნაბოზვარს!!! დედებს მოგ...ვთ!!! ვინც აწი პატრიარქზე ცუდს იტყვის!!! თქვენ დედებს მოგ.... ვთ!“
ვინც თვლის, რომ ასეთი ბილწსიტყვაობით პატრიარქს და ზოგადად ეკლესიას იცავს, ძალიან ცდება. პირიქით, ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავდივართ და სახარებისეულ სიბრძნეს ყირაზე ვაყენებთ! მითუმეტეს, მისი უწმინდესობის თქმისა არ იყოს, „დედის გინება პირველ რიგში დედა ღვთისმშობელს შეურაცხყოფს“.
გომიაშვილის სტატუსზე დართული კომენტარებიდან განსაკუთრებით არჩილ გამზარდიას სიტყვები იქცევს ყურადღებას: „მიშა გომიაშვილს თავი ნინია კაკაბაძეზე და თეა თუთბერიძეზე უკეთესი ნუ ეგონება, გომიაშვილისნაირები არცხვენენ ეკლესიასაც და მრევლსაც. ეკლესიას ვერ დაიცავ სხვისი გინებითა და ძალადობით...“ სავსებით ვეთანხმები!
რა გამოდის? ასეთი უპასუხისმგებლო გამოხტომების შემდეგ ჩვენ არა პატრიარქის თავდამსხმელებისგან უნდა ვიცავდეთ ერის სულიერ საჭეთმპყრობელს და ზოგადად ეკლესიას, არამედ მიშა გომიშავილისნაირი „დამცველებისგან“, რომლებიც ქართველი მრევლის მანტიაშესხმულნი სულიერების ანტიპოდებად გვევლინებიან!
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც მასირებული შეტევა მიმდინარეობს მართლმადიდებლობაზე და ანტიქრისტეს მოციქულები სხვადასხვა ფორმით ცდილობენ შეარყიონ რწმენის კედელი და ურწმუნო, საკუთარ ფესვებს მოწყვეტილ მასად აქციონ საზოგადოება!
რა თქმა უნდა, ამ განზრახვას (თუ ქმედებას) მედგრად უნდა დავუდგეთ, მაგრამ არა ისე, როგორც ამას მიშა გომიაშვილი გვასწავლის, არამედ ლოცვისა და რწმენის გაძლიერებით დავამტკიცოთ, რომ ქრისტეს ერთგული მხედრები დღესაც არიან და „ბჭენი ჯოჯოხეთისანი“ ვერ მოერევიან ეკლესიას!
რაც შეეხება საკუთრივ პატრიარქს, მას უფალი იცავს და ჩვენგან დაცვა არ სჭირდება (როგორც ამას ზოგიერთი ლიბერალზე უფრო დიდი ლიბერალი ან ძალით მართლმადიდებელი გვასწავლის), არამედ იმ ბრძნული აზრების მიყურადება და ცხოვრების წესად გადაქცევაა საჭირო, რითაც იგი ყოველდღიურად მოძღვრავს საკუთარ სამწყსოს!
ზაურ ნაჭყებია