რას უკავშირებენ ბირჟის ანალიტიკოსები ნავთობის გაუფასურებას?
ნავთობის ფასი ისევ დაეცა. დღეს დილით ლონდონის ბირჟაზე ICE მარკის საწვავის ღირებულებამ ბარელზე 31,93 დოლარი შეადგინა, ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე კი WTI მარკის ნავთობის ღირებულება 31,75 დოლარამდე დაეცა, რაც ბოლო 13 წლის მინიმუმად შეიძლება ჩაითვალოს. ბირჟის ანალიტიკოსები ნავთობის გაუფასურებას ჩინური სააქციო ბაზრის ჩამოშლას და ამერიკის სანავთობო რეზერვების ზრდას უკავშირებენ.