შესაძლოა, საქართველოში ირანული გაზის იმპორტი "სოკარმა" უზრუნველყოს

შესაძლოა, საქართველოში ირანული გაზის იმპორტი "სოკარმა" უზრუნველყოს

აზერბაიჯანულმა ნავთობკომპანია "სოკარმა" შესაძლოა, საქართველოში ირანული გაზის იმპორტი უზრუნველყოს. აღნიშნულთან შესახებ განცხადებას აზერბაიჯანული გამოცემა "ტრენდ.აზის" ცნობით, "სოკარის" ინვესტიციების სამმართველოს ხელმძღვანელმა, ვაგიფ ალიევმა განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ ნაბიჯს თეირანისათვის არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც ექნება.

 

"სოკარი მყარად არის წარმოდგენილი საქართველოში. საქართველომ და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც 2030 წლამდე მოქმედებს. ჩვენ ამ ქვეყნისთვის გაზის მთავარი მიმწოდებლები ვართ. ამასთან მნიშვნელოვანია ვიფიქროთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ბაზარია საქართველო ირანისთვის", - განაცხადა ალიევმა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: