მახირ მამედოვი: გაზმომარაგების პრობლემა საქართველოს აზერბაიჯანისგან არასდროს შექმნია!
"სერიოზული პრობლემები საქართველოს გაზმომარაგებასთან დაკავშირებით არასდროს შექმნია" - ამის შესახებ აზერბაიჯანულ სააგენტო “ტრენდისთვის” მიცემულ ინტერვიუში “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” ხელმძღვანელმა განაცხადა.
მახირ მამედოვის თქმით, საქართველო რუსეთისგან ბუნებრივი აირის მხოლოდ 10-15 პროცენტს იღებს და ტექნიკური ხარვეზების ან სამუშაოების შემთხვევაში, რომელსაც პერიოდულად აზერბაიჯანის ან რუსეთის მხარე ატარებს, გარკვეული კორექციები ხდება.
“ამ პრინციპით ვმუშაუბთ უკვე 7 წელია და გაზმომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები არასდროს შექმნილა,”-აღნიშნა მამედოვმა.
მისივე თქმით, საქართველო ამჟამად ბუნებრივ აირს გაჯიგაბული-გარდაბნის, ბაქო-თბილისი-ერზრუმისა და რუსული გაზსადენით შეუფერხებლად იღებს.