ირანმა სპარსეთის ყურეში ორი ამერიკული სამხედრო გემი დააკავა
ირანმა სპარსეთის ყურეში ორი ამერიკული სამხედრო გემი დააკავა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. ცოტა ხნის წინ ეს ფაქტი ამერიკის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა.
პენტაგონის განცხადებით, გემების ეკიპაჟებთან კავშირი გაწყვეტილია. ოფიციალურ თეირანს გემების დაკავებასთან დაკავშირებით განმარტებები არ გაუკეთებია. ირანული მხარე პირობას იძლევა, რომ დაკავებულ მეზღვაურებს მალე გაათავისუფლებს.