ირაკლი ალასანია მაიკლ კარპენტერს შეხვდა
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწე, მაიკლ კარპენტერს შეხვდა.
"თავისუფალი დემოკრატების" ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ირაკლი ალასანიამ და მაიკლ კარპენტერმა ასევე, დეტალურად ისაუბრეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე და ქართველი სამხედროების წარმატებულ მონაწილეობაზე ნატო-ს "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის გადმოცემის აუცილებლობას.
ალასანია სამუშაო ვიზიტით, აშშ-ში უკვე ორი დღეა იმყოფება.