დღეს ტრანსკასპიური მარშრუტი ამუშავდება
უკრაინა, საქართველო, ყაზახეთი და აზერბაიჯანი რუსეთის გვერდის ავლით ტვირთის ტარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის დოკუმენტს ხელი ოთხი ქვეყნის რკინიგზის ხელმძღვანელებმა ბაქოში მოაწერეს.
ცერემონიას ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტისა და კასპიის ზღვაოსნობის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც ესწრებოდნენ. შეთანხმება ტრანსკასპიური მარშრუტით ტვირთების ტარებაზე შეღავათების დაწესებას, სარკინიგზო მოძრაობის გამარტივებას და ტვირთბრუნვის გაზრდას ითვალისწინებს. ანალოგიურ ორმხრივ პროტოკოლს ხელი საქართველომ და აზერბაიჯანმაც მოაწერეს. ქართულ მხარეს მოლაპარაკებებზე მამუკა ბახტაძე წარმოადგენდა.
დღეს რუსეთის გვერდის ავლით ილიჩევსკის პორტიდან პირველი საცდელი კონტეინერული მატარებელი გავა, რომელიც უკრაინა-საქართველო-აზერბაიჯანი-ყაზახეთი-ჩინეთის რეისს შეასრულებს.