თამაზ ჭეიშვილი: ვინ ვართ ჩვენ და ვინ არიან ისინი?!

თამაზ ჭეიშვილი: ვინ ვართ ჩვენ და ვინ არიან ისინი?!

როგორია ამერიკა? მე გიპასუხებთ „სხვადასხვა“! როგორია „რუსეთი“? სხვადასხვა, ბატონებო და ქალბატონებო, სხვადასხვა! როგორია იაპონია? ოოო, ურთულესი შეკითხვაა! იაპონია „ერთგვაროვანია“! იაპონია „სხვა პლანეტაა“, სრულიად განსხვავებული მორალით, მენტალობით და შეხედულებებით! 

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში 160 მილიონი ადამიანი ცხოვრობს... დაახლოებით! ამდენივე ადამიანი ცხოვრობს რუსეთში და ესეც დაახლოებით.

 

ადამიანების რიცხვი ყოველდღიურად იცვლება ნებისმიერ ქვეყანაში და რამდენჯერაც „დათვლი“ იმდენჯერ აღმოაჩენ ცდომილებას! 

 

ახლა იმათ საყურადღებოდ, ვისთვისაც რუსეთი „ცუდია, ან კარგია“ ...ან ამერიკაა „ცუდი, ან კარგი“! ბევრს „ძალიან ცუდი“ გონია ამერიკა, ან „ძალიან კარგი“... მიუხედავად იმისა, ორი წიგნი არ ექნება წაკითხული, ამ სამ რადიკალურად განსხვავებულ ქვეყნის ისტორიაზე! 

 

დიახ, ეს სამი ქვეყანა - ამერიკა, რუსეთი და იაპონია, რადიკალურად განსხვავებული „სამი პოლუსია“! შევთანხმდეთ, რომ ცუდი და კარგი ერი, ცუდი და კარგი ქვეყანა არ არსებობს! 

 

რომ გაიგო როგორია ამერიკა, უნდა დაჯდე „ცხენზე“ და ყველა შტატი შემოიარო! იგივეს მოგახსენებთ რუსეთზეც! 

 

ამერიკელობა „რუსობასა“ და „იაპონელობასგან“ განსხვავებით, ეროვნულობას არ ნიშნავს! ამერიკელობა მოქალაქეობაა!

 

ნამდვილი ამერიკელი ინდიელი „ჩინგაჩგუკია“, რომელსაც ეკრანის გმირის საშუალებით ვიცნობთ!

 

ნამდვილი ამერიკელები, როგორც ეროვნება, ინდიელები გახლავთ, ისინი დაუპატიჟებელმა ინგლისელმა, ესპანელმა, პორტუგალიელმა კოლონიზატორებმა ამოხოცეს, გენოციდი მოუწყვეს და „ბოცვერებივით“ გაჟლიტეს! 

 

რუსს შეუძლია თქვას - მე, ეროვნებით რუსი ვარო! იაპონელიც იგივეს იტყვის! ამერიკელი, მიუხედავად ამერიკისადმი „ფანატიკურად განწყობილი პატრიოტიზმისა“, ვერ გეტყვით, რომ ის „ეროვნებით ამერიკელია“!

 

ამერიკელი ნებისმიერი „ვინმე“ შეიძლება იყოს: ჩინელი, ქურთი, სომეხი, რუსი, ჰოლანდიელი, ქართველი... 

 

ვინ ცხოვრობს კარგად ამერიკის შეერთებულ შტატებში? ვინც იქ დაიბადა და გაიზარდა! 

 

აი, ამერიკული მენტლიტეტი, ზოგადად რა თქმა უნდა, არსებობს და არსებობს რეალურად! 

 

და კიდევ, მთავარი: არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში მოქალაქის ინტერესები და სახელმწიფოს პოლიტიკა! 

 

ზოგი, სახელმწიფოს პოლიტიკით განსაზღვრავს ამა თუ იმ ერის ავ კარგიანობას! ჩემთვის პუტინი და რუსეთის დუმა არ არის რუსების ან „რუსობის“ შეფასების კრიტერიუმი! „არ არსაებობს კარგი და ცუდი ერი! არსებობენ, კარგი და ცუდი ადამიანები და ესეც, ანუ კარგი და ცუდი, შედარებითი ცნებებია“! 

 

იგივეს გეტყვით ამერიკელებზეც! არის ამერიკის საზოგადოება და არის ამერიკის სახელმწიფო პოლიტიკა! 

 

ძალიან ძნელია ამ „ლაბირინთებში“ გარკვევა და „გზის გაგნება“, რადგანაც ოფიციალური ამერიკის, რუსეთისა და იაპონიის გარდა, არსებობს არაოფიციალური ამერიკა, რუსეთი და იაპონია, თუნდაც სასტიკი იაპონური მაფია „იაკუძა“! 

 

ოფიციალური მმართველობითი სტრუქტურების პარალერული „სტრუქტურებია“ მილიონერები, მილიარდერები, ებრაელთა მსოფლიო კლანი, რომელთა „ტვინსა და ჯიბეებზე დგას“ ფაქტობრივად რუსეთიც და ამერიკის შეერთებული შტატები! 

 

ნურც სომხებს „გამოვტოვებთ“! „სომხის სტერეოტიპი“ ქართულ ცნობიერებაში მოიაზრება - „ჟესტისანშიკი, ან მატარისტი რობერტა დიღმის პროფილაქტიკიდან“, ხოლო ებრაული სტერეოტიპი „სასაცილო დაგენაცვლეა“ სოფელ კულაშიდან! უაღრესად მცდარი, მეტად მცდარი სტერეოტიპია!

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთი ლეგენდა არსებობს „თუ სომხებს და ებრაელებს არ უნდათ, ამერიკის პრეზიდენტს ვერ აირჩევენო“ ...და იცით, არის ამ ლეგენდაში „რაციონალურობის მარცვალი“ მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სათვისტომოებად, სომხური და ებრაული სათვისტომოები ითვლება! 

 

და ბოლოს: ვინ ვართ ჩვენ, ქართველები?

 

რა თქმა უნდა, ერი ვართ! რა თქმა უნდა, უდიდესი ისტორიისა და კულტურული წარსულის მქონე ერი ვართ! რა თქმა უნდა, ქართული ანბანი უნიკალური და თვითმყოფადია, ერთადერთი და განუმეორებელია! 

 

აბა ეხლა რუსებს ჰკითხეთ! ქართველის სტერეოტიპი? (ზოგადად) ეს არის „ცოცხის ულვაშებიანი“ მკაცრი ჯეელი, საშინელი აქცენტით მოლაპარაკე რუსულით, გაუპარსავი სიფათით და „აეროდრომი ქუდით“, რომელიც რუსეთის ქალაქების ბაზრებში მიხაკებით და მანდარინით ვაჭრობს. ამავე დროს, მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ გამოცალოს ყანწი ბოლომდე და „ბევრი ბლანდინკა ნატაშები იყოლიოს“! 

 

ამერიკელებმა და ევროპელებმა საერთოდ არ იცოდნენ, ვინ იყვნენ ქართველები და ხშირად „ქართული ჯორჯია“ ამერიკული ჯორჯიას შტატში ეშლებოდათ, მაგრამ 80-იანი წლების ბოლოდან ჩამოყალიბდა ქართველის ზოგადი სტრეოტიპი - „ეთნოსი, რომელიც იმიტომ გაჩნდა, რომ ამერიკელ და ევროპელ დავრდომილ მოხუცებს მოუაროს, ან შეგნებულად ჩაიდინონ წვრილმანი დანაშაული, რათა ევროპის კომფორტულ ციხეებში მუქთად იცხოვრონ!“ 

 

ხომ ვერ წარმოგიდგენთ ნორვეგიელს, ან შვედს, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა იმიტომ, რომ „გლდანის ციხეში“ ჩაჯდეს? აი იაპოინელენი კი... ოხ ეს იაპონელები! იცით თუ არა თქვენ, რომ აი იმ ტრაგედიის დროს, როცა მიწისძვრა და ცუნამი დაატყდა თავს იაპონიას, უპატრონოდ მიტოვებული ბანკებიდან, მდიდრული სახლებიდან, მაღაზიებიდან არც ერთი ნივთი და კუპიურა არ დაკარგულა, მაშინ, როცა ამერიკის შეერტებულ შტატებში, ლოსანჯელესის დატბორვის დროს მოროდიორებმა წალეკეს მთელი შტატი!   

 

ბოლოს კვლავ გავიმეორებ: ცუდი და კარგი ერი არ არსებობს, არიან ცუდი და კარგი ადამინები... თანაც ეს განსაზღვრება „შედარებითია“! 

 

იცით, რა არის მთავარი?

 

მთავარია საკუთარი თავიდან დავიწყოთ! მთავარია შენ ვინ ხარ, საიდან მოდიხარ, რა გინდა და როცა ღამით, საკუთარ საწოლში საბანში გამოხვეული, მარტო რჩები საკუთარ თავთან და სინდისთან, რას გკარნახობს „ინტუიცია“ - კარგი ადამიანი ხარ თუ „ცუდი“? „შერეკილი“ დიოგენე,რომელსაც დიდძალი ქონება გააჩნდა, ქალაქის გარეუბანში კასრში დაიწყო ცხოვრება, თანაც ეს „შერეკილი“ ფილოსოფოსი დღისით, მზისით ფარნით დადიოდა - ადამიანს დავეძებო! 

 

კინაღამ დამავიწყდა, ხმა მიეცით ზაზა ფაჩულიას! მთელი სერიოზულობით გთხოვთ, ხმა მიეცით ზაზა ფაჩულიას, იქნებ „ოლ სთარში“ მოხვდეს და ამით ერთი ბეწო ქართველმა ერმა შევუცვალოთ პლანეტას „ქართველის სტეროტიპი“! 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: