მიშელ ობამას პრეზიდენტობა არ სურს
აშშ-ს პირველ ლედის, მიშელ ობამას პრეზიდენტობა არ სურს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა, ლუიზიანას მცხოვრებლებთან შეხვედრისას განაცხადა.
“ცხოვრებაში არის სამი რამ, რაც მუდმივია და არ იცვლება. ეს არის; სიკვდილი, გადასახადები და ის, რომ მიშელი ამერიკის პრეზიდენტად კენჭს არ იყრის,”-იხუმრა ობამამ.
საპრეზიდენტო უფლებამოსილება თეთრი სახლის ლიდერს მომავალ წელს ეწურება.