ირაკლი შოთაძეს იან კელიმ უმასპინძლა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ სადილზე საქართველოს მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„დღეს ელჩმა კელიმ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს საქმიან სადილზე უმასპინძლა. შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით ბატონი შოთაძის გეგმები განიხილეს და მართლმსაჯულების სისტემაში აშშ-საქართველოს შემდგომ თანამშრომლობაზე ისაუბრეს“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.