პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოში ცვლილებაა
2016 წლის 13 იანვარს ძალაში შევიდა ცვლილება პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოში. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს დაემატა ახალი წევრი - ჩინგიზ აბდულაევი, რომელიც წარმართავს ბანკის საფინანსო, სახაზინო, ადმინისტრაციულ და შესყიდვების პროცედურებს.
ჩინგიზ აბდულაევმა კარიერა დაიწყო ბაქოს საფონდო ბირჟაზე ლისტინგის განყოფილების უფროსის პოზიციაზე მუშაობით 2000 წელს. 2003 წელს შეუერთდა დელოიტის აუდიტისა და საკონსულტაციო განყოფილებას და მომდევნო 10 წლის განმავლობაში ეკავა წამყვანი პოზიციები KPMG-ში (რუსეთი), Moore Stephens CIS-სა და RSM-ში (საქართველო), რომლებიც თავის მხრივ მუშაობდნენ ფინანსურ ინსტიტუტებთან ენერგეტიკის, სავაჭრო და სხვა ინდუსტრიულ სექტორებში.
ჩინგიზ აბდულაევი სს „პაშა ბანკ საქართველოს“ შეურთდა 2014 წელს და დაიკავა ფინანსური მენეჯმენტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა. 2016 წლის 13 იანვარს კი დაინიშნა დირექტორთა საბჭოს წევრად.
პაშა ბანკის დირექტორთა საბჭო ამჟამად შედგება სამი აღმასრულებელი დირექტორისგან:
დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე: შაჰინ მამმადოვი
დირექტორთა საბჭოს წევრი: გოგა ჯაფარიძე
დირექტორთა საბჭოს წევრი: ჩინგიზ აბდულაევი
პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს.
R