დევიდ ბოუის ფანატები პლანეტა მარსისთვის სახელის შეცვლას ითხოვენ
ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, დევიდ ბოუის თაყვანისმცემლები პლანეტა მარსისთვის საკუთარი კერპის სახელის დარქმევას ითხოვენ.
ამ ინიციატივით მათ საერთაშორისო ასტრონომიულ კავშირს მიმართეს.
„ყველაზე დიდ საქმეს, რასაც დევიდის სახელის უკვდავსაყოფად გავაკეთებთ, მარსისთვის მისი სახელის დარქმევა იქნება. მან ჩვენ იმდენი რამ მოგვცა, რომ მისთვის გალაქტიკის პატარა ნაჭერი არ უნდა დაგვენანოს,“-ნათქვამია წერილში.
ბოუის ფანები 20 გირვანქიან კუპიურაზე ბოუის პორტრეტის გამოსახვის და საფოსტო მარკის გამოშვების ინიციატივითაც გამოდიან. დევიდ ბოუი გასულ კვირას 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.