რატომ აიკრძალა თურქმენეთში თამბაქოს გაყიდვა?
თურქმენეთში თამბაქოს გაყიდვა აიკრძალა. ხელისუფლებამ მოწევის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში რამოდენიმე ათასი კოლოფი სიგარეტი დაწვა.
Chrono-TM-ის ინფორმაციით, სიგარეტის გაყიდვისთვის ჯარიმა 1,7 ათას დოლარს შეადგენს. სავაჭრო ობიექტების გახლებზე უკვე არ იყიდება სიგარეტი, თუმცა სხვადასხვა წყაროები იტყობინებიან, რომ უკვე გაჩნდა სიგარეტის სავი ბაზარი, სადაც 1 კოლოფის ღირებულება 12 დოლარს შეადგენს. სიგარეტის მოწევის აკრძალვის ინიციატივა ქვეყნის პრეზიდენტს ეკუთვნის, რომელიც ადრე ექიმი-დანტისტი იყო და ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდისტია. 2011 წელს ქვეყანაში თამბაქოზე აქციზი გაიზარდა, 2013 წელს აიკრძალა მოწევა საზოგადოებრუვი თავშეყრის ადგილებში.