მორიგი თავდასხმა ისრაელში
ოტნიელის დასახლებაში შეიარაღებული პალესტინელი თავს ებრაელ ქალს დაესხა. როგორც ისრაელის უშიშროების სამსახური იტყობინება, თავდამსხმელმა ებრაულ დასახლებაში შეაღწია, რის შემდეგაც ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში შეიპარა და 6 შვილის დედა მოკლა. ამის შემდეგ ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ისრაელის პოლიცია და უშიშროების სამსახური გაქცეულ მკვლელს მთელი ღამის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა.