ნოდარ ხადური შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ფინანსურ დირექტორს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ფინანსურ დირექტორს, ჩანდრაშექხარ დამლეს შეხვდა.
შეხვედრაზე სტუმარმა ფინანსთა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ენერგოპროექტის - „შუახევიჰესის“ მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ.
საწარმოს ფინანსურმა დირექტორმა საქართველოს მთავრობას და პირადად ფინანსთა მინისტრს, მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის.
როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნისთვის სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტის მხარდაჭერას.
ნოდარ ხადურმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს პერიოდში თავად შეძლებს ადგილზე გაეცნოს მიმდინარე სამუშაოებს. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია დაგეგმილი საგადასახადო რეფორმის შესახებ, რომელიც მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასვლას გულისხმობს, რაც გაზრდის ახალი, პოტენციური ინვესტორების დაინტერესებას საქართველოსადმი.
,,აჭარისწყალი ჯორჯია“ ერთობლივი საწარმოა, რომელიც შექმნილია ინდური კომპანია ,,Tata Power-ის“, ნორვეგიული კომპანია Clean Energy–ისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-ის მიერ.