საქართველოს სამივე ნავსადგური, მოსალოდნელი შტორმის გამო დახურულია

საქართველოს სამივე ნავსადგური, მოსალოდნელი შტორმის გამო დახურულია

უამინდობის გამო საქართველოს სამივე ნავსადგური დახურულია. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, უამინდობის დროს ნავსადგურების დახურვა ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმია და საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

 

მათივე თქმით, ქარის სიჩქარის კლებასთან ერთად გემებს ნავსადგურში შესვლის საშუალება ეძლევა. აჭარის სანაპირო ზოლზე დღეს 5 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი.

 

ამ დროისთვის ზღვის სანაპიროზე ტალღების სიმძლავრე 3 ბალს აღწევს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: