პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, ბიძინა კუჭავას საქმეში მაია ნიკოლეიშვილი ჩართოს
პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, ბიძინა კუჭავას საქმეში მაია ნიკოლეიშვილი ჩართოს. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
,,პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, ბიძინა კუჭავას საქმეზე მიმდინარე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში, ოფიციალურად ჩართოს და მონაწილეობა მიაღებინოს ბიძინა კუჭავას ოჯახის მიერ მოწვეულ დამოუკიდებელ ექსპერტს მაია ნიკოლეიშვილს. აღნიშნული მათ შესაძლებლობას მისცემს, გამოძიების დასრულებამდე, უშუალოდ გაერკვნენ საქმის ვითარებაში და დარწმუნდნენ მიმდინარე გამოძიების ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში.
პროკურატურა აპირებს აქტიურ თანამშრომლობას, როგორც ბიძინა კუჭავას ოჯახთან და ადვოკატთან ასევე ვახტანგ ქირიას ოჯახთან, რათა დეტალურად იყვნენ ინფორმირებულები გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ”, - ნათქვამია განცხადებაში.