ისლამური სახელმწიფო ფინანსურ კრიზისს განიცდის
ისლამისტები მებრძოლებს ხელფასს უმცირებენ. სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ინფორმაციით, დაჯგუფების მებრძოლებს ხელფასები ორჯერ შეუმცირდებათ. კრიზისი ისლამისტთა მიერ კონტროლირებადი სანავთობო ობიექტების დაბომბვამ გამოიწვია, რომელსაც კოალიცია და რუსეთი ახორციელებს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში სირიასა და ერაყში ათასზე მეტი ასეთი ობიექტი განადგურდა.