საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ის შვეიცარიაში დღეს მიემგზავრება.

 

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრი სიტყვით გამოვა სესიაზე - ევრაზია და თანამედროვე აბრეშუმის გზა ასევე, მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში, სადაც განისაზღვრება მომავალი წლის ეკონომიკური პრიორიტეტები.

 

გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ სადილს. დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთანაც.

 

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ გაესაუბრება სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებს. ასევე შეხვდება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ვიქტორია ნულანდს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: